სტამბოლში, გერმანიის გენერალური საკონსულოს შენობასთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ათობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტები ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებას აპროტესტებდნენ.
გერმანიის პარლამენტმა 2 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915-1916 წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდად აღიარებს.