2016 წლის მაისის თვის მონაცემებით საქართველოს 522,359 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,9%-ია.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, მაისის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 204,714 შეადგინა. ზრდა +24.3%.
საერთაშორისო შემოსვლები ტიპების მიხედვით (2016 წლის მაისი)
ვიზიტისტიპი
|
2015: მაისი
|
2016: მაისი
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
24 საათიდამეტი (ტურისტი)
|
164,747
|
204,714
|
39,967
|
24.3%
|
ტრანზიტი
|
106,669
|
114,391
|
7,722
|
7.2%
|
ერთდღიანივიზიტი
|
183,186
|
203,254
|
20,068
|
11.0%
|
სულ
|
454,602
|
522,359
|
67,757
|
14.9%
|
2016 წლის მაისი ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+6.8%), აზერბაიჯანიდან (+18.6%), სომხეთიდან (+3.9%), რუსეთიდან (+18.7%) და უკრაინიდან (+30.9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მაისში გამოირჩნენ ლატვია +64%,, პოლონეთი +30%, გერმანია +29% და ლიტვა +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ინდოეთი +319%, ირანი +300%, ისრაელი +122%, ომანი +149% და საუდის არაბეთი +85%
საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი +15.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782,814 შეადგინა, რაც +18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.
საერთაშორისო შემოსვლები ტიპების მიხედვით (2016 წლის იანვარი-მაისი)
ვიზიტისტიპი
|
2015: 5 თვე
|
2016: 5 თვე*
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
24 საათიდამეტი (ტურისტი)
|
659,039
|
782,814
|
123,775
|
18.8%
|
ტრანზიტი
|
405,208
|
411,422
|
6,214
|
1.5%
|
ერთდღიანივიზიტი
|
774,269
|
925,039
|
150,770
|
19.5%
|
სულ
|
1,838,516
|
2,119,275
|
280,759
|
15.3%
|
2016 წლის იანვარი - მაისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+22%), თურქეთიდან (+6.6%), სომხეთიდან (+2.8%), რუსეთიდან (+19.6%) და უკრაინიდან (+23.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისში გამოირჩნენ ლატვია +35%, იტალია +22%, პოლონეთი +15% და საფრანგეთი +10%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდანირანი (+361%), ინდოეთი +(335%),ომანი (+329%), ისრაელი (+113%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (+69%), ბელორუსი (+46%), უზბეკეთი (+41%), ყაზახეთი (+25%) დამოლდოვა (+22%).
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.
რეკორდული მაჩვენებლები
2015 წლის მაისის თვეში დაფიქსირდა საერთაშორისო შემოსვლების რეკორდული მაჩვენებელი. რეკორდულია ასევე 2016 წლის 5 თვის ჯამური მონაცემიც.
2016 წელს ხუთი თვის საერთაშორისო შემოსვლების ჯამურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა ორ მილიონ ვიზიტს.