კომპანია „Mardi Holding“-სა და სლოვაკურ კომპანია “Farm Trade”-ს შორის სამწლიანი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ტექნოლოგიების ინტელექტუალური ქსელების განვითარება და განხორციელება ენერგო სექტორში. აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა, ბათუმში გამართულ ბიზნესფორუმზე მოხდა, რომელსაც სლოვაკი და ქართველი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი თავის მხრივ მოიცავს ერთობლივ კვლევას, შესაბამისი მეთოდების განვითარებას და გამოცდილების გაცვლას სამშენებლო, ენერგოეფექტურობის, ენერგოდაზოგვის საკითხებში.
შეგახსენებთ, რომ „Mardi Holding“-ი წარმოადგენს მზარდ მრავალფუნქციურ ჰოლდინგს, რომელიც დაფუძნებულია 1991 წელს.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. დღესდღეობით ჰოლდინგის ბალანსზე ირიცხება რამოდენიმე რეალიზებული, მშენებარე და განვითარებადი პროექტები უძრავი ქონების სფეროში.