ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ საქართველოში დღეს უმუშევრობა არის რეკორდულად დაბალი - 12 პროცენტი. მისი თქმით, ეს არ არის ცოტა, ძალიან ბევრია, მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე იყო თუნდაც 4 წლის წინ.
"ინვესტიციების რაოდენობაც გაზრდილია და თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 იყო ეკონომიკური ზრდა აჩვენებს იმას, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე და იმ ტურბულენტურ რეგიონში, რომელშიც ცხოვრობს საქართველო, ჩვენ არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ წარმატებებს." - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.