„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ მაღალხარისხიანი დიპლომისშემდგომი მზადების პროცესის განხორციელების და კვალიფიციური ექიმ/სპეციალისტების მომზადების მიზნით 2015 წლიდან დაიწყო დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განხორციელების პროცესი (რეზიდენტურა, სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება და უწყვეტი სამედიცინო განათლება).
რეზიდენტებისთვის შეიქმნა მოქნილი საგრანტო სისტემა. მისაღები კონკურსის საფუძველზე რეზიდენტები 80% და 100% -იან სასწავლო გრანტით დაფინანსდებიან. ამასთან, რეზიდენტებს შეღავათიანი სტუდენტური სესხის აღება შეეძლებათ, რომლის გადახდას სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ დაიწყებენ. ასევე, “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ რეზიდენტებს სწავლების პარალელურად დაასაქმებს ქსელში უმცროსი ექიმის პოზიციაზე შესაბამისი ანაზღაურებით. სწავლის დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ კი კორპორაციაში გარანტირებულ დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
გამოცხადებულია კონკურსი შემდეგ სარეზიდენტო პროგრამებზე. საბუთების მიღება 31 მაისს დასრულდება
- ლაბორატორიული მედიცინა;
- შინაგანი მედიცინა;
- ენდოკრინოლოგია;
- პედიატრია;
- ნეონატოლოგია;
- ბავშვთა გადაუდებელი დახმარება;
- ბავშვთა ნევროლოგია;
- ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
- ბავშვთა ენდოკრინოლოგია.
- სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება
- ბავშვთა გადაუდებელი დახმარება
- სერტიფიცირებული ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების სასწავლო პროგრამა
უახლოეს მომავალში (დაახლოებით 3- 5 ივნისისთვის) გამოცხადდება მიღება შემდეგ პროგრამებში:
- რადიოლოგია
- ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;
სწავლება მიმდინარეობს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - სამეგრელოსა, აჭარასა და იმერეთში.
დაიგეგმა აკრედიტაციის მოპოვება ქირურგიული პროფილის სპეციალობებშიც - ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, ბავშვთა ქირურგია