საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპებს, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს ბოლო სამი წლის განმავლობაში.
შეხვდერისას განიხილეს ის ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას.