20-21 მაისს სასტუმროში „რუმს თბილისი“ კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალების მიერ დაარსებული „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“ მართავს თბილისის პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“. ღონისძიებას დაესწრება ცნობილი ინდოელი კინოვარსკვლავი, პროდუსერი, რეჟისორი, მოცეკვავე და პოლიტიკოსი ჰემა მალინი.
ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტს წარმოადგენს „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება კონცერტი, კინო ჩვენებები, ფოტო კონკურსი და გამოფენა. ღონისძიებაზე გაიხსენებენ დიდ ქართველ ხელოვან ქალებს, მათ შორის მსახიობ ქალბატონს სოფიკო ჭიაურელს, რომლის დაბადების დღეა 21 მაისს.
პროექტში მონაწილეობას იღებენ ხელოვნების სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლები მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, ფოტოხელოვანები, მუსიკოსები, ქორეოგრაფები და ა.შ.