ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე მონიტორინგს ამკაცრებს. პირები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად შეზღუდავენ 500 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზეც. მცირე საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე საჯარიმო სანქცია წელსაც 80 ლარი იქნება.
სსიპ „ ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დაიცვან დასუფთავების წესები.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ზაფხულის სეზონზე ბულვარის დანაგვიანებაზე მონიტორინგის სამსახურის მიერ 107 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.