ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კომერციული ბანკებისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონპროექტი გააცნეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე როგორც ფინანასური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისე დეპოზიტართა დაცვის მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური საბჭოს აპარატის,ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა უპასუხესკომერციული ბანკების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს.
როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, ახალ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარისწინადადებებისა და შენიშვნების განხილვა.