ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის IV მუხლის (Article IV) ფორმატში თბილისში იმყოფება ფონდის მისია, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.
დღეს, მისიის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა. სხვადასხვა საკითხთან ერთად, განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ქვეყნის ზოგადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობა, ინკლუზიური ზრდა, ტურისტული შესაძლებლობების განვითარება. ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ორი კვირა გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში, მისიის წევრები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან გააგრძელებენ მუშაობას ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.