ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე მყოფი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.