საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდანმმართველი ნოდარ ხადური ესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურშეხვედრასა და ბიზნესფორუმს, რომელიც 11-12 მაისს, ქ. ლონდონში იმართება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 მაისს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურიშეხვედრისგახსნასა და პლენარულ სესიაში.
დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან.
ვიზიტის ფარგლებში, 11 მაისს, ფინანსთა მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოსა და ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომლისსაფუძველზეც „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის" ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას,ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახითგამოყოფს 7 მილიონ ევროს.
პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური,გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთათვის.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინისევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს, მეთ მალოის (Matt Mallloy). მხარეებმა განიხილეს საქართველოსფინანსთა სამინისტროსა და აშშ-ს ხაზინას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივა.
დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრები OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID), სკანდინავიურგარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO), საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების (Moody's; FitchRatings)წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასა დაბიზნესფორუმს 2015 წლის 13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობოდელეგაცია, 1500-მდე ბიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი სტუმრობდა.