300-ზე მეტმა ექსპერტმა ხელი მოაწერა მიმართვას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონისა და სხვა ევროპელი ლიდერებისადმი, რომელშიც საუბარია ოფშორული ზონების საქმიანობის აღკვეთის შესახებ.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოფშორი ზრდის მსოფლიოში კორუფციის დონეს და ეხმარება საერთაშორისო კორპორაციებს მიიღონ მოგება სხვების ხარჯზე.
დუკუმენტი გამოქვეყნდა ლონდონში გასამართი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციის გახსნამდე, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გამოქვეყნებულმა იურიდიული ფორმის Mossaсk Fonseca დოკუმენტებმა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში ეხმარებოდა კლიენტებს ფულის გათეთრებაში, სანქციებისა და გადასახადების გადახდისთვის თავის არიდებაში.
ამავდროულად, საუბარია იმაზე, რომ პანამა არ შედის დახურული ოფშორების მსოფლიო ათეულში. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სხვა ოფშორულ ზონებში ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.