ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 7 წლის სირიელი მუაზა ჰასანი დახვრიტეს. მოზარდის დასჯის მიზეზი მეგობრებთან ფეხბურთის თამაშისას ჰასანის მიერ წარმოთქმული ”არასათანადო” სიტყვები აღმოჩნდა.
სირიის პორტალი ARA იტყობინება, რომ ფაქტი 5 მაისს ”ხალიფატის დედაქალაქ” რაქაში მოხდა. ინტერნეტპორტალის წყაროს ინფორმაციით, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა გაიგეს, რომ ბიჭუნამ ფეხბურთის თამაშისას რამდენჯერმე დასწყევლა ”ღვთიური ძალა”. მებრძოლებმა ბავშვის ნათქვამი ხალიფატის შეურაცხყოფად აღიქვეს და მისი ასაკიც არ გახდა მოზარდის შეწყალების საფუძველი.
ბავშვი იმავე ქუჩაზე დახვრიტეს სადაც ფეხბურთს თამაშობდა. ბავშვის დასჯას მისი მშობლები და ასობით თვითმხილველი ესწრებოდა.