პანორამა თბილისის და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან, სადაც საპორტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას გააპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დაკავება უკანონოდ მოხდა.
დაახლოებით 14:00 საათზე, პანორამა თბილისის და ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ალეკო ელისაშვილი, ნატა ფერაძე და აქციის მონაწილე კიდევ 4 პირი დააკავეს.