არაბეთის გაერთიანებული ემირატების ავიაკომპანია Etihad Airways ბილეთებს მუმბაი ნიუ-იორკის მიმართულებით 38 ათას აშშ დოლარად ყიდის. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი ყველაზე კომფორტული რეისისთვის.
ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მგზავრებს ფრენა უნდა დაამახსოვრედეთ არა მხოლოდ ძვირადღირებული ბილეთის გამო. არამედ იმიტომ, რომ ისინი ატლანტიკის ოკეანეს ლუქსის კატეგორიის კაიუტით - The Residence გადაუფრენენ.
The Residence არის უმაღლესი კომფორტით აღჭურვილი კაიუტა სამ პერსონაზე, რომელიც მოიცავს საძნებელს, მისაღებ ოთახს და აბაზანას. მგზავრებს იმის უფლებაც ეძლევათ, რომ საკუთარი გემოვნებით აირჩიონ იტალიური წარმოების საძინებლის თეთრეული. აქვეა განთავსებული პლაზმური ტელევიზორი.
მგზავრებს ეყოლებათ მოახლე და შეფ-მზარეული, რომელიც მათი სურვილის მიხედვით მომზადებს ნებისმიერ კერძს. კერძიო მოხარშული იქნება 24 კარატი ოქროთი, რომელიც მგზავრს შეუძლიათ დააგემოვნონ. რეისებს ხუთი А380 აერობუსი შეასრულებს, რომელთა დიზაინი განსხვავებულია (იხილეთ ვიდეო)