ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2134 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2140 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5270 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5304 ლარს შეადგენდა.