6 მაისს, 12 საათზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის რეგიონალური დირექტორი საზოგადოებას წარუდგენს ევრობანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს, ასევე, ისაუბრებს საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ნაყოფიერ პოლიტიკურ დიალოგზე.
ბრიფინგს დაესწრებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროსი ბანკირები, რომლებიც უპასუხებენ ეკონომიკის, საბანკო, მრეწველობის, აგრობიზნესის, საკუთრებისა და ტურიზმის სექტორებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.