პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სივრცითი მოწყობაა.
პრემიერის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და ლიახვის ხეობის სივრცით მოწყობაზე ისაუბრებენ.
,,დღეს ვიწყებთ განვითარების და ამ მიმართულებების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას და ამ დოკუმენტზე მუშაობას, რაც გულისხმობს, რომ ამ მიმართულებების გეგმიური, კანონზომიერი განვითარება მოხდება, რათა ერთი მხრივ, მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნება და მეორე მხრივ, განვითარდეს ტურისტული პოტენციალი და არ მოხდეს სტიქიური განვითარება. ამ დოკუმენტის შექმნა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რათა კულტურულ-ისტორიული მიმართულება შენარჩუნდეს, ახმეტის, მთა-თუშეთის, მესტიისა და მულახის მიმართულებით. წლის ბოლომდე, ან უფრო ადრეც ეს დოკუმენტი იქნება მზად, რაც იქნება განვითარების საგზაო რუკა ამ ორი მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.