საქართველოში პირველი კომერციული ავიარეისის განხორციელებიდან 93 წელი გავიდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 1923 წლის 10 მაისს, საქართველოში პირველი კომერციული რეისი შესრულდა: თბილისი-მანგლისის მიმართულებით. ამიერკავკასიის საჰაერო სააქციო საზოგადოების - „ზაკავიას“ კუთვნილ საჰაერო ხომალდ „იუნკერს-13“-ს მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.