28 აპრილს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა, თბილისი) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია Microsoft საქართველო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, რომლის ფარგლებშიც სააგენტოსა და კომპანიას შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ხელშეწყობასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ქართველი მეწარმეებისათვის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და Microsoft საქართველოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.
მემორანდუმი ითვალისწინებს Microsoft-ის, როგორც პარტნიორის აქტიურ მონაწილეობას დამწყები ბისზნესმენების საქმიანობაში. სააგენტოსთან ერთად ის დაეხმარება ტექნოპარკის სტარტაპებს განვითარებაში და ხელს შეუწყობს მათ გახდნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე სტარტაპებისათვის უზრუნველყოფენ ინვესტიციების მოზიდვას, ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას, სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებასა და სხვა იმ სერვისებს, რომელიც კომპანიის განვითარებისათვის აუცილებელია.
Microsoft Georgia არის პირველი გლობალური IT კომპანია, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორი გახდა. კომპანია სააგენტოსთან ერთად ტექნოპარკის წევრ სტარტაპებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.