ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ადგილობრივი ბიუჯეტების მდგომარეობა, რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
ყურადღება რეგიონების საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე გამახვილდა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დაესწრნენ.