საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2319 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2334 ლარს შეადგენდა.
სებ-ის მონაცემებით, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5189 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5117 ლარს შეადგენდა.