დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, აუდიტისსაბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებსმიაწოდეს ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შედეგების, ასევე, მიმდინარე წელსგანხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში დაგეგმილცვლილებებს, რომლის აუცილებლობაც გასული წლის ბოლოს, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ"საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.
შეხვედრაზე განიხილეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციები და მათი მონიტორინგისშედეგები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანო - აუდიტის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა მინისტრისმუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან (მათგან სამი მოწვეული წევრია) და თავისიწინადადებებითა და რეკომენდაციებით, ეხმარება მინისტრს ორგანიზაციის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემისდამკვიდრებასა და ფუნქციონირების შეფასებაში.