სააღდგომოდ დამატებითი მატარებელი ინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს “საქართველოს რკინიგზა“ 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით, ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877).
გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25 საათზე, ჩასვლა ქ.სენაკში 14:37 საათზე, სენაკიდან გამოსვლა 19:35 საათზე, ხოლო ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45 საათზე.
„საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ! “