2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებით 19.38%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2016 წლის პირველ კვარტალში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, საქართველოს აეროპორტები 432 ათას 949 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,38 %-ითაა გაზრდილი.
2015 წლის სამ თვეში საქართველოს აეროპორტები სულ 362 ათას 663 მგზავრს მოემსახურა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, 2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებმა 361 ათას 618 მგზავრი გაატარა, შესაბამისად 2016 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აეროპორტების მგზავრთნაკადი 19.73%-ითაა გაზრდილი.