აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა, სადაც „EXPO ANTALYA 2016“-ის გახსნის ცერემონიას დაესწრება. თურქული მხარის მოწვევით გამოფენაზე იმყოფება ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.
საერთაშორისო ბოტანიკური გამოფენა „EXPO 2016 Antalya International Horticulture“, რომელიც ერთ კვირას გასტანს და 30აპრილს დასრულდება, თურქეთში წელს პირველად გაიმართება. მასპინძელი ქალაქი ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულიების ადგილი ანტალიაა. გამოფენის თემაა „ყვავილები და ბავშვები“. გამოფენას ორგანიზებას უწევს თურქეთის კვების, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტრო, საერთაშორისო საგამოფენო ბიურო და მებაღეების საერთაშორისო ასოციაცია. წელს გამოფენაში მონაწილეთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყნიდან უპრეცენდენტოდ მაღალია.
22 აპრილს გახნის ცერემონიას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური პირები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.