პარასკევს, 22 აპრილს, 13:00 საათზე სასტუმრო Tbilisi Marriot-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და IDS ბორჯომი საქართველოს შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და IDS ბორჯომი საქართველო რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობას იწყებენ. მემორანდუმს ხელს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კომპანია IDS ბორჯომის საქართველოს გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე მოაწერენ.