საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი „საქართველოს რკინიგზა“ გახდა. საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. ხელშეკრულერბას ხელი „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს. როგორც შეხვედრაზე „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა განმარტა, „საქართველოს რკინიგზა“ იქნება როგორც ეროვნული ნაკრების სპონსორი, ასევ ის სპონსორობას გაუწევს ასაკობრივ ნაკრებებსაც.
„დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და გავახარებთ ქართველ გულშემატკივრებს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ფინანსური მხარდაჭერა გაწეული იქნება საქართველოს კალათბურთის სუპერლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. გარდა ეროვნული ნაკრებისა მხარდაჭერა გავრცელდება 3 ასაკობრივ -16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე.
„მხარდამხარ გამარჯვებისთის“ - საქართველოს რკინიგზა მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და მოუწოდებს გულშემატკივრებს უფრო მეტი ჩართულობისკენ. მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს კალათბურთის როგორც სპორტის სახეობის პოპილარიზაცია ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ ს/ს ,,საქართველოს რკინიგზას“ სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებაში დიდი ხანია საკუთარი წვლილი შეაქვს. სწორედ ,,საქართველოს რკინიგზა“ არის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბ ,,ლოკომოტივისა“ და წყალბურთის კლუბ ,,ლოკომოტივის“ გენერალური სპონსორი.