საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა დაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობითრეგიონების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია. აღნიშნული პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარმოადგინა. კონფერენციის ფარგლებშივე გაიმართა რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
ღონისძიებასაქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისმინისტრმანოდარჯავახიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას, ასევე, მიესალმა გაეროსმუდმივიკოორდინატორიდაგაეროსგანვითარებისპროგრამისმუდმივიწარმომადგენელი საქართველოში ნილსსკოტი. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიესწრებოდნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული უთანაბრობის დაძლევაზე ზრუნვას აქტიურად განაგრძობს. ამის დასტურია რეგიონულიგანვითარებისა და დეცენტრალიზაციისრეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულიმოწყობისთვალსაზრისით შესრულებული სამუშაოები, ახლად მიღებული მთის განვითარების კანონი და ა.შ
კონფერენციის მიზანი საზოგადოებისათვის იმ მიმდინარე სამუშაოებისა და შედეგების გაცნობა გახლდათ, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობის რეფორმირების, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით ატარებს.