დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ურთიერთსასარგებლო სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობას. მემორანდუმი აგრეთვე მოიცავს თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარებისა და საჭირო ინფორმაციების გაცვლაში სამეცნიერო, თეორიულ-პრაქტიკული ხასიათისა და სხვა სფეროებში.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ციტრუსოვანთა და ხეხილ-კენკროვანთა კოლექციებში ახალი ჯიშების შემოტანა-დანერგვის პროცესში ხელშეწყობა და დაკვირვებათა ერთობლივი წარმოება.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აგროსერვისცენტრმა“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს გადასცა 92 ქოთანი სხვადასხვა დასახელების მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის, გრეიფუტის და პომელოს საკოლექციო ციტრუსების ნერგები, რომელთა ნაწილიც ბაღის ციტრუსების სადემონსტრაციო-საკოლექციო ნაკვეთში დღეს დაირგო