ბათუმში ევროპის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ხორციელდება დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება-აღდგენის სამუშაოები.
ამ ეტაპზე დაზიანებული ფილების დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიწყება ახალი ფილების დაგება, მოეწყობა კორდები და განახლდება გარე განათების ბოძები.
პარალელურად მიმდინარეობს შადრევნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
ფილების განახლება 10 დღის განმავლობაში დასრულდება, რის შემდეგაც დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშოები დუმბაძის ქუჩაზე გაგრძელდება.