ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2447 ლარი გახდა. 15 აპრილიდან მოქმედი კურსით ის 2.2519 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5367 ლარად იქნება შესაძლებელი მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5392 ლარს შეადგენდა.