ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით არსებული მარნების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ფოტო ფიქსაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
∙ ღვინის ტურიზმის ობიექტების ელექტრონულ ბაზას ემატება ახალი ობიექტები, ∙ რეკომენდირებული მარნებისთვის მზადდება მიმართულების მანიშნებლები და სახელობითი დაფები; ∙ საოჯახო მარნებისთვის იწყება ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქართული ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება, ფინანსები/ბუღალტერია, საბაზისო უცხო ენა; ∙ მზადდება საინფორმაციო სარეკლამო მასალები (ღვინის რუკა და გზამკვლევი), სადაც შეყვანილი იქნება ინფორმაცია რეკომენდირებული მარნების შესახებ და გავრცელდება უფასოდ ადმინისტრაციის ხელთ არსებულ ინტერნეტ პლატფორმისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების საშუალებით ∙ მთავარ საავტომობილო გზებზე განთავსდება მიკრო ზონების (ადგილწარმოშობის ღვინოების) აღმნიშვნელი სტელები ∙
„ღვინის გზის“ პროექტის პირველი ეტაპი 2012 წლიდან დაიწყო.
პროექტთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში ჟურნალისტებისათვის პრესტური მოაწყო.