2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ვითიბი ბანკმა 446 აგრო კრედიტი გასცა, ჯამურმა თანხამ 11,5 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 4,7 მილიონი ლარის სესხია გაცემული. შეღავათიანი აგრო სესხები ახალი საწარმოების შექმნას და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებენ. პირველ კვარტალში ვითიბი ბანკის აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა.
ვითიბის ინფორმაციით, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა, ვითიბი ბანკი პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთო და სესხებს ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გასცემს. დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების მოწყობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და ა.შ