11 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი" ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებს უმასპინძლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე გაეცნონ საბაჟო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდი", თბილისის გეზისა და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის მუშაობას.
გრაფიკი:
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი" - 12:00 საათი.
მისამართი: მარნეული რაიონი, სოფელი ქერაჩ-მუღანლო
გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ - 14:00 საათი.
მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრი - 17:00 საათი.
მისამართი: სარაჯიშვილის ქ. №1.