ისრაელში აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების თავმჯდომარე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ქართულენოვან არხზე GTV სტუმრად მიიწვიეს. მამუკა ბერძენიშვილმა და პაატა კალანდაძემ გადაცემაში „აქცენტი“ პირდაპირ ეთერში ისაუბრეს რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე და ბოლო წლებში ტურიზმის მიმართულებით ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე გაკეთდა.
ისრაელი მე-5 წელია წარმოადგენს აჭარისთვის მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად ეწევა აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების პოპულარიზაციას. მიმდინარე წელს აჭარის რეკლამირების მიზნით რეგიონს პრესს და ინფო ტურების ფარგლებში წამყვანი ებრაული მედია საშუალებებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლები ეწვევიან.