საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამა გრძელდება.
ხვალ, 4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი" ,,საქართველოს უნივერსიტეტისა“ და ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის” სტუდენტებს უმასპინძლებს.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე გაეცნონ საბაჟო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდი", თბილისის გეზისა და თბილისის - ვაკე საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობას.