"დანკინ დონატსის" პერსონალს საერთაშორისო ექსპერტმა მასტერკლასი ჩაუტარა. "ვისოლ ჯგუფის" ინფორმაციით, ბარისტებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სტავროს ლამპრინდისი საქართველოში მაღალი ხარისხის ყავის შესათავაზებლად, "დანკინ დონატსის" პერსონალს თავის გამოცდილებას გაუზიარებს. მათივე ინფორმაციით, "დანკინ დონატსი" მომხმარებელს ესპრესოზე დამზადებულ, გამორჩეული ხარისხის იტალიურ ყავას სთავზობს.
"იტალიური ყავა, რომელიც "დანკინ დონატსის" რესტორნებში იყიდება 100% არაბიკის ყავის მარცვლებზეა დამზადებული და ძალიან მაღალი ხარისხისაა" , - აცხადებენ კომპანიაში.
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, საერთაშორისო ექსპერტის მასტერკლასები რესტორანს შესაძლებლობას მისცემს, ყავის ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს და "დანკინის" ყავა საქართველოში დაამკვიდროს.
"საერთაშორისო ექსპერტის, სტავროს ლამპრინდისის მასტერკლასები ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ ყავის ხარისხი. მაღალი ხარისხის ყავის მისაღებად ყავის მარცვლების ხარისხთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია რესტორნებში ყავის დამზადება. სტავროსის მასტერკლასები და "დანკინ დონატის" 100% არაბიკის მარცვლებზე შექმნილი იტალიური ყავა იქნება ის სინთეზი, რომელიც "დანკინის" ყავას საბოლოოდ, ძალიან მყარად დაამკვიდრებს საქართველოში. ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის ყავა "დანკინ დონატსის" რესტორნებში იყიდებოდეს", - აცხადებს სოსო ფხაკაძე.
კომპანიის ინფორმაციით, 4 აპრილიდან "დანკინ დონატსის" ყავის პროდუქტების მენიუს სტავროს ლამპრინდისის მიერ შექმნილი მოკა და მაკიატო დაემატება. საერთაშორისო ექსპერტი სტავროს ლამპრინდისი ბარისტათა 12 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია.
"საინტერესო მასტერკლასები გველოდება წინ. ეს მასტერკლასები როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებელმა ნახოს, როგორი ხარისხიანი ყავა კეთდება ჩვენთან. ჩვენ ვითვალისწინებთ სტავროს ლამპრინდისის მითითებებს და ბევრ რამეს შვცვლით, რათა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს", - აცხადებენ კომპანიაში.
"ვისოლ ჯგუფის" ინფორმაციით, "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის ფარგლებში "დანკინ დონატსის" რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტები - ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილის და ხორცის ღვეზელები; პანინის სენდვიჩები; ბრიოშის ფუნთუშაზე შექმნილი ბურგერები, იტალიური ესპრესოზე დამზადებული ყავის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი და სხვა.