საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, დოჰაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, მუჰამედ ბინ აჰმედ ბინ ტოვარს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაახლოების საკითხების განხილვა იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშო ერთობლივი ბიზნესფორუმი კატარელი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კატარის სახელმწიფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებზე, მათ შორის, ცოცხალი პირუტყვის, ბოსტნეულისა და ხილის საექსპორტო პოტენციალზე.