ავიაკომპანია Yanair-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს დროებით აჩერებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ ბათუმის მიმართულებით ფრენები 30 აპრილიდან აღდგება. Avianews-თან საუბრისას, Yanair-ის მენეჯმენტი ფრენების შეწყვეტის მიზეზად კი აღნიშნულ მიმართულებაზე დაბალ მოთხოვნას ასახელებს. ცნობილი ხდება ისიც, მიუხედავად იმისა, რომ Yanair-ი კიევი-ბათუმის მიმართულებას აჩერებს, სანაცვლოდ თბილისის-კიევის მიმართულებას დამატებით რეისებს ამატებს.
მგზავრებს, რომელთაც ბილეთები წინასწარ ქონდათ შეძენილი, საფასური უკან დაუბრუნდებათ, ან შესაძლებლობა აქვთ ბილეთები 30 აპრილის შემდეგ რეისებზე გადაცვალონ, ან ბილეთები იგივე თარიღებში თბილისი-კიევის მიმართულებაზე გადაცვალონ.