ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს 80 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.
პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. ხელმოწერები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით გადაეცა. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება.
პროექტს ხელს ,,თავისუფალი დემოკრატები“ და ,,რესპუბლიკელების“ 2 წევრიც აწერენ.