ხვალ, 10 მარტს 09:30 სთ-ზე, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია (დარბაზი #5) რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება, რომლის მთავარი თემაა - საქართველოს რძის სექტორის სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გახსნის.
ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ.