საქართველოს 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მისი თქმით, გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა.
 
 „დღეს ვღებულობთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს არის 21 მუნიციპალიტეტში, 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვნებისა, როგორიც არის ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი.
 
 ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, დაახლოებით რვა ათასამდე აბონენტს ექნება ბუნებრივი გაზი“, -განაცხადა პრემიერმა.