თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივ პროექტებს არაფერი ემუქრება. მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ასევე, რომ ტერორიზმის არ უნდა შეგეშინდეს, ,,პირიქით, ტერორიზმს ბრძოლა უნდა გამოუცხადო“.
,,თურქეთი განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო თავის საგარეო პოლიტიკას არ ცვლის და მეგობრებთან არანაირი პოზიციების გადახედვას არ აპირებს”, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.