ვენეციის კომისიის წევრი გაელ მარტინ მიკალეფი აცხადებს, რომ საქართველოში გამართული შეხვედრების შედეგად, მიიღეს საკმარისი ინფორმაცია შეფასებების მოსამზადებლად. მისივე თქმით, ვენეციის კომისია ოლქების საზღვრების დადგენის ახალ წესსა და საარჩევნო ბარიერის ცვლილებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
,,ვენეციის კომისიის ექსპერტებისათვის, ძალიან სასარგებლო იყო შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რადგან მივიღეთ ზოგადი მიმოხილვა ქვეყანაში საარჩევნო რეფორმასთან და მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ამ ინფორმაციით მზად ვართ მოვამზადოთ ჩვენი შეფასებები. ორი საკითხი, რომელზეც გავამახვილებთ ყურადღებას, არის ოლქების საზღვრების დადგენის ახალი წესი და საარჩევნო ბარიერის ცვლილება. ეს არის ის საკითხები, რომელსაც ჩვენ შევისწავლით, ხოლო საარჩევნო პროცესის სხვა დანარჩენ ასპექტებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმუშაობთ", – განაცხადა ვენეციის კომისიის წევრმა ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.