რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.
"ზედმეტია საუბარი ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე. ეს ურთიერთობა ვითარდება. ალბათ არის საკითხები, რომელიც ცალკე განხილვას საჭიროებს", - განაცხადა პუტინმა.
რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს.