იუსტიციის უმაღლეს საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია, 8 ადგილი კი ისევ ვაკანტური რჩება. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განუცხადა,
"დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 - იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა 8 ადგილი", -განაცხადა გვენეტაძემ.