შეერთებული შტატების ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის მიზეზი სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის, განცხადება გახდა. ჯონ კირბიმ ღიად განაცხადა, რომ ანკარასგან განსხვავებით ვაშინგტონი სირიის ქურთულ პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავს. პარტიის მოღვაწეობა თურქეთში ოფიციალურად არის აკრძალული, ქურთების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებს კი თურქეთის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის.