რუმინეთსა და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს, რუმინელ კოლეგას ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, ორი წლის წინ, რუმინეთში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები სრულდება და პარლამენტებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება.
მისი განმარტებით, თანამშრომლობის მემორანდუმს ითვალისწინებს კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას და თანამშრომლობას რუმინელ და ქართველ პარლამენტარებს შორის.
სპიკერის განცხადებით, რუმინეთი იყო და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად ევროინტეგრაციის სფეროში.
„რუმინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და დიდი ოჯახის წევრები გავხდეთ. ჩვენ ბევრ საჭირო რეკომენდაციას ვიღებთ და ამას ჩვენ ვაფასებთ. საქართველო მზად არის, იყოს არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ იყოს თანასწორი პარტნიორი ძალიან ბევრი მიმართულებით. კერძოდ, სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს და რუმინეთს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, ევროპის და აზიის დამაკავშირებელ ხიდად გადაქცევისთვის შავი ზღვის. ამის თობაზე კონკრეტული ნაბიჯები გვექნება გადადგმული, რათა ვიყოთ ინიციატორები ძალიან ბევრი პროექტების, რომელიც მთელ ევროპასა და აზიას მოიცავს. ჩვენ ამისთვის უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ ინსტიტუციონალიზებული თანამშრომლობა მთავრობებს, პარლამენტებს და ჩვენს ქვეყნებს შორის“, - დასძინა უსუფაშვილმა.